Porsche Centre Tbilisi

Porsche Centre Tbilisi

მადლობას გიხდით თბილისის პორშეს ცენტრის საიტზე შემობრძანებისათვის.

შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს“ – პორშეს ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში, დაარსდა 2010 წელს და შედის „თეგეტა მოტორსის“ კომპანიათა ჯგუფში.

ჩვენი კომპანია სთავაზობს ქართველ ავტომფლობელებს „პორშეს“ უახლესი სამოდელო რიგის მთელ სპექტრს.

გეპატიჟებით ჩვენს შოურუმში, რომელიც მდებარეობს დავით აღმაშენებლის ხეივანზე, „თეგეტა მოტორსის“ სათავო ოფისთან, სადაც ჩვენი კონსულტანტები მოხარული იქნებიან დაგეხმარონ თქვენი სასურველი მოდელის შერჩევასა და თქვენი მოთხოვნების მიხედვით ავტომობილის ინდივიდუალიზაციაში.

ვემყარებით რა „თეგეტა მოტორსის“ 28–წლიან წარმატებულ გამოცდილებას ავტომობილების სერვისის სფეროში და თანამედროვე სერვის–ცენტრების უმსხვილეს ქსელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, გთავაზობთ უმაღლესი დონის სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას და ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს თქვენი ავტომობილისათვის.

ჩვენი ტექნიკური სპეციალისტები მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას გერმანელი კოლეგების ხელმძღვანელობით, რათა „პორშეს“ თითოეულმა მფლობელმა საქართველოში მიიღოს უმაღლესი ხარისხის მომსახურება პირველივე მოთხოვნისთანავე.

საუკეთესო სურვილებით,

შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს“
ს/კ 401950938
ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 129
ტელ.: +(995) 32 2244-911
ფაქსი.: + (995) 32 2244-744
ახალი ავტომობილები: +(995) 591 280-280
ავტო სათადარიგო ნაწილები და სერვისი: +(995) 595 117 553
ელ. ფოსტა: info@tpv.ge

პორშე ცენტრი თბილისის შესახებ

სერვისები @ პორშე ცენტრი თბილისის შესახებ