Porsche - ააწყე შენი პორშე ქართულ კონფიგურატორში.
ააწყე შენი პორშე ქართულ კონფიგურატორში.

Porsche უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს კლიენტებისა და მათი გარემოცვის უსაფრთხოებას.

ჩვენ აქტიურად ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი მძღოლების, თანამშრომლების და იმ ენთუზიასტების ჯანმრთელობა, რომლებმაც ჩვენი სპორტული ავტომობილების ბრენდი დღევანდელ დღემდე მოიყვანეს. გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით. მზად ვართ სრული პასუხისმგებლობით გაგიწიოთ ყველანაირი სამსახური.

პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით,
Porsche

დარჩით ხაზზე

კლიენტებზე ზრუნვა და Porsche-ს ცენტრისთვის დასმული კითხვები

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სადილერო ოფისები შესაძლოა მუშაობდეს შეცვლილი სამუშაო განრიგით და შემცირებული პერსონალით. თუკი გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, გთხოვთ დაუკავშირდეთ Porsche-ს კლიენტებზე ზრუნვის განყოფილებას ტელეფონით [+995 32 2244 911] ან ელეტქრონული ფოსტით [info@tpv.ge]

გადაუდებელი საგზაო დახმარება

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გესაჭიროებათ გადაუდებელი საგზაო დახმარება, გთხოვთ აკრიფოთ [+995 32 2244 911].

Porsche-ს ფინანსური სამსახური

Porsche-ს ფინანსური სამსახური თვალყურს ადევნებს COVID-19-ის პანდემიას და ყველანაირად ცდილობს დაეხმაროს იმ კლიენტებს, რომლებზეც ამ სიტუაციამ გავლენა მოახდინა. დამატებითი კითხვების დასმის ან პრობლემატური საკითხების გაჟღერების მიზნით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონით [+995 32 2244 911] ან ელეტქრონული ფოსტით [info@tpv.ge]

გამოსცადეთ Porsche სახლშივე

Christophorus: Porsche-ს ჟურნალი

ექსკლუზიური მიგნებები, ამაღელვებელი პერსპექტივები და განსაკუთრებული ესთეტიკა: მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ჟურნალი Christophorus გამოგზაურებთ საოცარ ადგილებში და გაახლებთ Porsche-ს იქ, სადაც ხართ თქვენ - თქვენივე სახლის სიმყუდროვეში.

შეიტყვეთ მეტი

Porsche-ს E-Performance ცენტრი

მიიღეთ ახალი ინფორმაცია Porsche-ს ელექტრომობილების შესახებ, გაეცანით საოცარ მოხსენებებს და ექსკლუზიურ ინტერვიუებს, შეისწავლეთ ტრენდები და ინოვაციები.

მეტი

ახალი 911. ყველა დროის ავტომობილი.

შეიტყვეთ 911-ის თავგადასავლების შესახებ. გადაავლეთ თვალი Porsche 911-ის ენთუზიასტების ისტორიებს და გამოცდილებებს, შეიტყვეთ, რატომ უყვარს ხალხს ეს მანქანა ასე ძალიან.

მეტი

Porsche-ს ვიზუალიზაცია აუგმენტირებულრ რეალობაში

დატკბით თქვენი ხელით აწყობილი ოცნების Porsche-თი - ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას. მოათავსეთ თქვენი აწყობილი განუმეორებელი Porsche სასტუმრო ოთახში და დააკვირდით ამ სილამაზეს. ან შეიტყვეთ მეტი Porsche-ს დიზაინის დნმ-ის შესახებ ინტერიერში და ექსტერიერში, მათ შორის - დამალული მახასიათებლების შესახებ, რომლებიც რენტგენის რეჟიმშია ხელმისაწვდომი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანჩამოტვირთეთ Google Play-დან

ლეგენდების დარბაზი. Porsche ვირტუალურ რეალობაში

რეალობა: ვირტუალური. ავტომობილი: რეალური. შეეხეთ Porsche-ს ახალ განზომილებაში, ხელახლა განიცადეთ Porsche-ს მოტოსპორტის ისტორიული მომენტები, აღმოაჩინეთ Porsche-ს წარმატების საიდუმლოები და შეაგროვეთ Porsche-ს დნმ-ი, რათა "გახსნათ" Porsche Formula-ს ახალი ელექტრომობილი.

გამოსცადეთ Steam-ზეგამოცადეთ Porsche ვირტუალურ რეალობაში

Porsche-ს მაღაზია

ინდივიდუალური აქსესუარები ყველასთვის

სიზუსტე, სილამაზე, აღტაცება - თქვენ უკვე იცით როგორია ჩვენი სპორტული ავტომობილები. დაუთმეთ დრო სპორტული ავტომობილებით ტკბობის სხვა ხერხების აღმოსაჩენად, ან Porsche-ს სხვა ენთუზიასტების გასაოცებლად.

Shop now

Porsche-ს ავტომობილების კონფიგურატორი

შექმენით თქვენი საკუთარი Porsche

შექმენით თქვენთვის სასურველი მოდელი სახლში, ნებისმიერ ხელსაწყოზე, და გაუზიარეთ იგი მეგობრებს და ოჯახს. Porsche-ს კოდის მეშვეობით, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაუბრუნდეთ თქვენს მოდელს და განახორციელოთ სხვა ცვლილებები. ხოლო როდესაც დრო დადგება, დაუკავშირდით თვენს Porsche-ს დილერს.

კონფიგურირება & ფასები