კონფიდენციალობის პოლიტიკა

ჩვენ, კომპანია Dr. Ing. h.c. F. Porsche AG (შემდგომში "ჩვენ" ან "Porsche AG"), მადლობას გიხდით ჩვენი პროდუქტებითა და მომსახურებებით დაინტერესებისთვის. თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა ჩვენთვის მნიშნელოვანია. თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის დებულებების, კერძოდ, მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის (შემდგომში „GDPR“) დებულებების დაცვით. მონაცემთა დაცვის შესახებ წინამდებარე განცხადებით გაცნობებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება და აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი, როგორც სუბიექტის უფლებების შესახებ მომხმარებელთა კმაყოფილებასა და ბაზრის კვლევასთან დაკავშირებული გამოკითხვების ინიცირება, განხორციელება და შეფასება (შემდგომში ,,კვლევები") ტარდება სხვადასხვა ფორმატში, ხშირად კითხვარების, სემინარების ან ინტერვიუების სახით იმის მიხედვით, ტარდება იგი ონლაინ თუ ადგილზე. კონკრეტული კვლევის ჩატარების სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია დამატებითი დოკუმენტაციის სახით. სხვა სფეროებთან (უმეტეს შემთხვევაში ვებგვერდთან ან სხვა ისეთ ონლაინ-შეთავაზებასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები, რომლის მეშვეობითაც შესაძლოა ხორციელდებოდეს კვლევა) დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ იხილოთ შესაბამისი კონფიდენციალობის პოლიტიკა).

1. ხელმძღვანელი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირია:

Dr. Ing. h.c. F. Porsche AG
Porscheplatz 1
შტუტგარტი.
გერმანია
ტელ: +49 (0) 711 911-0
ელ-ფოსტა: info@porsche.de

პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან დაკავშირება შეგიძლიათ შემდეგი საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით:

Dr. Ing. h.c. F. Porsche AG
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
Porscheplatz 1
შტუტგარტი.
გერმანია
საკონტაქტო ფორმა: https://www.porsche.com/international/privacy/contact/

კვლევის თავისებურებებიდან გამომდინარე, ჩვენს გარდა, პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე შესაძლოა პასუხისმგებელი იყოს Porsche AG-ის ჯგუფში შემავალი კომპანია ან კომპანიები, რომლებთანაც Porsche AG ახორციელებს თანამშრომლობას. ქვემოთ მოცემულ თავებში დეტალურადაა აღწერილი კვლევის ტიპები და მასთან დაკავშირებული ვალდებულებები. შეგიძლიათ გაეცნოთ კვლევის ჩატარების მეთოდიკას თითოეულ კვლევასთან თანდართულ ინფორმაციაში (მაგ. ელექტრონული შეტყობინება მოწვევის შესახებ). ასეთ შემთხვევებში ჩვენ განვსაზღვრავთ პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს ერთობლივ პროცესებთან დაკავშირებით ჯგუფში შემავალ შესაბამის კომპანიასთან ან იმ კომპანიასთან ერთად, რომელთანაც ვახორციელებთ თანამშრომლობას. ერთობლივი პასუხისმგებლობის შესახებ შეთანხმებაში, GDPR-ის 26-ე მუხლის შესაბამისად, განმარტებულია პერსონალური მონაცემების დამუშავების შესაბამისი ამოცანების სტრუქტურა და პასუხისმგებლობები, ის, თუ ვინ ასრულებს მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებებს. კერძოდ, ჩვენ განვსაზღვრეთ, თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ უსაფრთხოების და პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული თქვენი უფლებების დაცვის სათანადო დონე, როგორ შეგვიძლია შევასრულოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული საინფორმაციო ვალდებულებები და გამოვავლინოთ აღნიშნული მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული ხარვეზები. აღნიშნული აგრეთვე მოიაზრებს ჩვენს მიერ ნაკისრი ანგარიშგების წარმოების ვალდებულებების შესრულების. თქვენთვის Porsche AG წარმოადგენს მთავარ საკონტაქტო ცენტრს. მიუხედავად ამისა, თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი უფლებები სხვა იმ ხელმძღვანელებთან ურთიერთობებში, რომლებიც ერთობლივად ახორციელებენ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას. ჩვენთან დაკავშირების შემთხვევაში, ჩვენ ვიხელმძღვანელებთ GDPR-ის 26-ე მუხლით რათა პასუხი გავცეთ თქვენს შეკითხვას და უზრუნველვყოთ თქვენი, როგორც პერსონალური მონაცემების სუბიექტის უფლებების დაცვა.

2. მონაცემთა დაცვის საგანი

მონაცემთა დაცვის საგანს წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დაცვა. ეს მოიცავს ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია იდენტიფიცირებულ ან ინდენტიფიცირებად ფიზიკურ პირთან (ე.წ მონაცემთა სუბიექტი). ეს მოიცავს ისეთ დეტალებს, როგორიცაა სახელი, საფოსტო მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი ან ტელეფონის ნომერი, ასევე სხვა ინფორმაცია თქვენი პიროვნების შესახებ, რომელიც წარმოიშობა კვლევის პროცესში. კვლევის სპეციფიკის მიხედვით, ეს შეიძლება მოიცავდეს შემდეგ სფეროებთან დაკავშირებულ ინფორმაციას:

ინფორმაცია თქვენთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, თქვენი საკონტაქტო დეტალები;

ინფორმაცია თქვენი პრეფერენციების, გამოცდილების, პირადი მოსაზრებებისა და შეფასებების შესახებ;

ინფორმაცია თქვენი ან გამოყენებული ავტომობილების შესახებ (ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN) ჩათვლით) და სხვა პროდუქტების შესახებ.


მონაცემები, რომლებიც ექვემდებარება დამუშავებას გამოვლინდება კვლევის ჩატარებისას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დამატებითი ინფორმაციის საფუძველზე.

3. მონაცემთა დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი

ქვემოთ მოცემულია მონაცემთა დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი. ნებისმიერ შემთხვევაში, პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვახორციელებთ სამართლებრივი მოთხოვნების დაცვით, მაშინაც კი, თუ ცალკეულ შემთხვევებში, სამართლებრივი მოთხოვნები განსხვავდება ქვემოთ მითითებულისგან. თქვენს მიერ პერსონალური მონაცემების გაზიარება ყოველთვის ნებაყოფლობითია. იმ ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც თქვენს მიერ ინფორმაციის გაზიარება სავალდებულოა, ჩვენ აღნიშნულის შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას, აგრეთვე ინფორმაციას აღნიშნული ინფორმაციის გაუზიარებლობით გამოწვეული შედეგების შესახებ.

3.1 მოწვევა კვლევაში მონაწილეობის მისაღებად

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება და მოწვევა კვლევაში მონაწილეობის მისაღებად ხორციელდება თქვენს მიერ მომხმარებლების და პოტენციური მომხმარებლების ინდივიდუალური მომსახურების შესახებ თანხმობის და GDPR-ის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე. მოწვევის წერილში მითითებულია ინფორმაცია შესაბამისი კვლევის ხელმძღვანელის შესახებ.

3.2 კვლევის ჩატარება

ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას თუ ეს საჭიროა კვლევის ჩატარებისა და კვლევის შედეგების შესაფასებლად. ინფორმაციის დამუშავება აგრეთვე გულისხმობს კვლევის შედეგების დამუშავებას. მონაცემთა დამუშავება ხორციელდება GDPR-ის მე-6 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მონაცემთა დამუშავების მიზანია კანონიერი ინტერესების დაცვა და ხორციელდება ინდივიდუალური მომხმარებლის კმაყოფილების ან (პოტენციური) მომხმარებლების ზოგადი პრეფერენციებისა და იდეების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით. ამ თვალსაზრისით, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ძირითადად ხორციელდება შემდეგი მიზნებით:

ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების შექმნა და განვითარება;

პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზის საფუძველზე დაშვებული შეცდომებისა და ხარვეზების აღმოფხვრა.


აღნიშნულთან დაკავშირებით, გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოცემული თითოეული კვლევის აღწერა და საჭიროების შემთხვევაში დამატებით ინფორმაციას, რომელიც ცდება პერსონალური მონაცემების დაცვის წინამდებარე დეკლარაციას.

3.2.1 კვლევები, რომლებიც ტარდება კითხვარების გამოყენებით

ჩვენს კვლევებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. როგორც წესი, აღნიშნული კვლევები ტარდება ონლაინ რეჟიმში, კვლევის ჩატარებისას ერთობლივი პასუხისმგებლობა გეკისრება ჩვენ და ქვემოთ მითითებულ პირს:

Porsche Centre Tbilisi
აღმაშენებლის ხეივანი 129, 0131
თბილისი
საქართველო
ტელ: 032 22 44 911
ელ-ფოსტა: info@tpv.ge

ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან დაკავშრება შეგიძლიათ შემდეგი საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით:

Porsche Centre Tbilisi
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
თბილისი
საქართველო, 0131
საკონტაქტო ფორმა: https://dealer.porsche.com/ge/tbilisi/ka-GE

როდესაც თქვენ მონაწილეობთ ჩვენს ონლაინ კვლევებში, ჩვენ ვამუშავებთ თქვენს ისეთ პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა ID ბარათზე დატანილი მონაცემები, რათა გამოგიგზავნოთ კვლევაში მონაწილეობის მისაღებად საჭირო მონაწილეობის ინდივიდუალური ბმული, განისაზღვროს თქვენი მონაცემების დამუშავების სტატუსი (დასრულებულია/დაუსრულებელი) და, საჭიროების შემთხვევაში, შეგახსენოთ კვლევის შესახებ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით იმ შემთხვევაში, თუ არ დაასრულებთ კვლევაში მონაწილეობის პროცესს. მონაცემთა დამუშავებას ვახორციელებთ GDPR-ის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ'' ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული ხორციელდება კვლევებისათვის განკუთვნილი ვებგვერდების ფუნქციონირების და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით. როდესაც იწყებთ ონლაინ კვლევაში მონაწილეობის მიღებას, ავტომატურად იწყება აღნიშნული მონაცემების დამუშავება. აღნიშნულ პირობაზე თანხმობის გაცხადების გარეშე ვერ შეძლებთ ჩვენს ონლაინ კვლევაში მონაწილეობის მიღებას.

ჩვენი კვლევების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაცია, როგორც წესი ინახება ფსევდონომიზირებული ფორმით, როგორიცაა, მაგალითად თქვენი ავტომობილის მონაცემები (მაგ. საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი). გამოკითხვის ფარგლებში თქვენს მიერ სხვა დამატებითი პერსონალური მონაცემების გაზიარების შემთხვევაში, როგორიცაა თქვენი სახელი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, ჩვენ მას შევინახავთ გამოკითხვის ფარგლებში მიღებულ სხვა თქვენს მონაცემებთან ერთად. თქვენს მიერ მონაცემების შემდგომი დამუშავების შესახებ თანხმობის შემთხვევაში, როგორიცაა ჩვენს მიერ მომავალში თქვენთან დაკავშირების უფლება, ზოგიერთ კვლევაში შესაძლოა გთხოვოთ დამატებითი ინფორმაციის ან საკონტაქტო ინფორმაციის მოწოდება, რათა შევძლოთ მოგიწვიოთ შემდგომ კვლევებში მონაწილეობის მისაღებად.

იმ შემთხვევაში თუ არ მიგიციათ თანხმობა Porsche-ს მიერ თქვენთან დაკავშირების შესახებ წინა შემთხვევაში, ჩვენი ზოგიერთი კვლევის დროს შესაძლოა გთხოვოთ დამატებითი ინფორმაციის ან საკონტაქტო ინფორმაციის მოწოდება, რათა შევძლოთ მოგიწვიოთ შემდგომ კვლევებში მონაწილეობის მისაღებად.

3.2.2 კვლევები, რომლებიც ტარდება ინტერვიუს მეშვეობით

ჩვენს კვლევებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. ასეთი ტიპის კვლევები შესაძლოა ჩატარდეს როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ.

როდესაც თქვენ მონაწილეობთ ჩვენს ონლაინ კვლევებში, ჩვენ ვამუშავებთ თქვენს ისეთ პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა ID ბარათზე დატანილი მონაცემები, რათა გამოგიგზავნოთ კვლევაში მონაწილეობის მისაღებად საჭირო მონაწილეობის ინდივიდუალური ბმული. ონლაინ ინტერვიუების ზოგიერთი ფუნქციის გასააქტიურებლად საჭიროა თქვენს მოწყობილობაზე წვდომის ნებართვა (მაგ. წვდომის ნებართვა თქვენს მიკროფონზე ან კამერაზე). აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება სავალდებულო არ არის. ავტორიზაცია აქტიურია მანამ, სანამ თქვენს მოწყობილობაზე არ განახორციელებთ ფუნქციის დეაქტივაციას. მონაცემთა დამუშავებას ვახორციელებთ GDPR-ის მუხლი მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ'' ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული ხორციელდება კვლევებისათვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონირების და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით. როდესაც იწყებთ ონლაინ კვლევაში მონაწილეობის მიღებას, ავტომატურად იწყება აღნიშნული მონაცემების დამუშავება. ჩვენს ონლაინ ინტერვიუებში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია მხოლოდ თქვენს მოწყობილობაზე წვდომის ნებართვის გაცემის და ზემოხსენებული ინფორმაციის გაზიარების შემთხვევაში. აღნიშნული მონაცემების და გამოკითხვის ფარგლებში არსებული ინფორმაციის შერწყმა არ მოხდება.

ინტერვიუების დროს, მოხდება წერილობით ჩანაწერების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას შესაბამისი კვლევის შესახებ. გარდა ამისა თქვენი დამატებითი თანხმობით, საჭიროების შემთხვევაში მოხდება ფოტო, ვიდეო და ხმოვანი ჩანაწერების განხორციელება (,,გამოკითხვის ფარგლებში შეგროვებული მონაცემები"). აღნიშნული მასალა დამუშავდება კვლევის შედეგების შეფასების მიზნებისთვის. ეს გულისხმობს სხვადასხვა პრეზენტაციების და ანგარიშების მომზადებას. საჭიროების შემთხვევაში, კვლევის შედეგების გამოყენება შესაძლებელია მოხდეს სხვა კვლევის შედეგებთან შესადარებლად.

ინტერვიუების დროს თქვენგან მიღებული ინფორმაცია შეინახება პერსონალიზირებული ფორმით. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია აგრეთვე მოიცავს თქვენს ფოტო-ვიდეო მასალას და ხმოვან ჩანაწერებს. შემდგომში, ხდება აღნიშნული მონაცემების დამუშავებაც. საჭიროების შემთხვევაში, ეს ხორციელდება პიროვნების ვინაობის დაფარვის გზით, მაგალითად ფოტო და ვიდეო მასალაში პიროვნების განმასხვავებელი მახასიათებლების დაფარვის გზით. კონკრეტული ინტერვიუს ფარგლებში მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემების შემდგომი დამუშავების მიზნები აღწერილია შესაბამის განაცხადში თანხმობის შესახებ.

3.4 კანონიერი ინტერესების დაცვა

შესაძლოა მოგვიწიოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება სხვა მიზნით, გარდა ზემოაღნიშნული მიზნებისა, რათა დავიცვათ ჩვენი ან მესამე მხარის შემდგომი კანონიერი ინტერესები თუ აღნიშნულით საფრთხე არ შეექმნება თქვენს კანონიერ ინტერსებს. მონაცემთა დამუშავება ხორციელდება GDPR-ის მე-6 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მონაცემთა დამუშავება კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით მოიცავს შემდეგს:

ცენტრალურ საძიებო ან მომხმარებელთა მომსახურების პლატფორმაში ან სხვა სისტემებში არსებული მონაცემების დამუშავება მომხმარებელთა მიმართ ლოიალურობის უზრუნველსაყოფად და გაყიდვების ზრდის მიზნით;

მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი და დაყოფა სხვადასხვა სეგმენტებად, მაგალითად მომხმარებელთა მიჯაჭვულობების, პრეფერენციების და პოტენციალის ანალიზი;

არასახელშეკრულებო მოთხოვნებთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება;

სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საჭირო ქმედებები ქმედებების განხორციელება, სამართლებრივი დარღვევების პრევენცია და დაცვა (განსაკუთრებით სისხლის სამართლებრივი დანაშაულების პრევენცია), სამართლებრივი მოთხოვნების წარდგენა და დაცვა, შიდა და გარე სამართლებრივი შესაბამისობის ზომების გატარება;

მოთხოვნების და მიღებული უკუკავშირის დამუშავება.


3.5 თანხმობა

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვახორციელებთ თქვენი თანხმობის და GDPR-ის მუხლი მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტის საფუძველზე. თქვენი თანხმობა ყოველთვის საჭიროა კონკრეტული მიზნისთვის; მონაცემთა დამუშავების მიზნები განსაზღვრულია განაცხადში თანხმობის შესახებ. თქვენი თანხმობის მოპოვების მიზანია მოგიწვიოთ კვლევაში მონაწილეობის მისაღებად და მოვიპოვოთ და შევისწავლოთ ამგვარი კვლევების ფარგლებში მიღებული თქვენი მონაცემები (ეს შესაძლოა ეხებოდეს შემთხვევას, როდესაც ხდება თქვენი აუდიო ან/და ვიდეო ჩანაწერების დამუშავება). თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი თქვათ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. აღნიშნული არ იქონიებს ზეგავლენას მონაცემთა დამუშავების პროცესის კანონიერებაზე, რომელიც განხორციელდა თქვენი თანხმობის არსებობის პერიოდში.

3.6 მონაცემთა დამუშავების მიზნების ცვლილება

იმ შემთხვევაში, როდესაც განვახორციელებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას გარდა იმ მიზნით, რისთვისაც მოხდა აღნიშნული მონაცემების შეგროვება, აგრეთვე გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარ დამუშავებასთან დაკავშირებით მიღებული გვაქვს თქვენი თანხმობა ან არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, GDPR-ის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გავითვალისწინებთ მონაცემთა დამუშავების თავდაპირველ და ამჟამინდელ მიზანს, მონაცემების ტიპს, მონაცემების დამუშავებით გამოწვეულ შესაძლო შედეგებს პერსონალური მონაცემების დაცვის გარანტიებს.

3.7 პროფაილინგი

GDPR-ის 22-ე მუხლის შესაბამისად ჩვენ არ ვახორციელებთ გადაწყვეტილებების მიღების ავტომატიზაციას ან პროფაილინგს. პროფაილინგი ხორციელდება მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ჩვენი კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით.

4. ქუქი-ფაილები და სხვა ტექნოლოგიები

ონლაინ შეთავაზების ფარგლებში, ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს და სხვა ტექნოლოგიებს, რომელთა მიზანიც თქვენს მოწყობილობასთან დაკავშირება და დამახსოვრებული ინფორმაციის მიმოცვლაა (შემდგომში ,,ქუქი-ფაილები''). ქუქი-ფაილების ძირითადი მიზანია ონლაინ-შეთავაზებით გათვალისწინებული ფუნქციებით სარგებლობის კომფორტულობა. ზოგადი მაგალითები, როდესაც ქუქი-ფაილების გამოყენება ტექნიკურად აუცილებელია, მოიცავს ინფორმაციის დამახსოვრებას არჩეული ენის, სისტემაში შესვლის მონაცემების ამ საყიდლების ჩამონათვალის შესახებ. შესაბამისად, ტექნიკურად საჭირო ქუქი-ფაილები შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენ მიერ მე-3 ნაწილში აღწერილი მონაცემთა დამუშავების მიზნებისთვის და ონლაინ შეთავაზების სათანადო და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველსაყოფად. მონაცემთა დამუშავება ხორციელდება GDPR-ის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ" და ,,ვ'' პუნქტების საფუძველზე, რადგან ეს უკანასკნელი აუცილებელია თქვენს მიერ არჩეული ფუნქციებით სარგებლობისათვის ან ჩვენი კანონიერი ინტერესების დასაცავად ონლაინ-შეთავაზების განხორციელების ფარგლებში.

ჩვენს მიერ ქუქი-ფაილების ონლაინ შეთავაზების შედეგების შესასწავლად და თქვენს ინტერესებზე მოსარგებად გამოყენების შემთხვევაში, აღნიშნული განხორციელდება მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში, GDPR-ის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" პუნქტის თანახმად. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებლობა გექნებათ აირჩიოთ სასურველი პარამეტრები ''თანხმობის ფარგლების მართვის'' გვერდიდან. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენს მიერ გაცემული თანხმობა. ქუქი-ფაილების და მათი გამოყენების მიზნის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ''თანხმობის ფარგლების მართვის'' გვერდის შესაბამისი სექციებიდან. გაითვალისწინეთ, რომ ''თანხმობის ფარგლების მართვის'' ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ შეთავაზების ფარგლებში. აღნიშნულ შემთხვევაში, მაინც მოხდება ტექნიკური მიზნებისთვის საჭირო და ისეთი ქუქი-ფაილების გამოყენება, რომელთა გამოყენებაზეც თქვენს მიერ გაცემულია თანხმობა.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ რომ მოხდეს ქუქი-ფაილების გამოყენება, შეგიძლიათ უარი თქვათ მათ დამახსოვრებაზე თქვენი მოწყობილობიდან შესაბამისი პარამეტრების არჩევის გზით. შენახული ქუქი-ფაილების წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვენი მოწყობილობის სისტემური პარამეტრებიდან. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი ქუქი-ფაილის გამოყენების აკრძალვამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ჩვენს მიერ შეთავაზებული ზოგიერთი ონლაინ მომსახურებით სარგებლობას.

5. პერსონალური მონაცემების მიმღები პირები

ჩვენს კომპანიაში მხოლოდ იმ პირებს აქვთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე, რომლებსაც სჭირდებათ აღნიშნული ინფორმაცია თითოეულ შემთხვევაში მითითებული მიზნების განსახორციელებლად. თქვენს პერსონალურ მონაცემებს გადავცემთ მესამე მხარეებს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან აღნიშნულის შესახებ თქვენი თანხმობის არსებობისას. ქვემოთ განხილულია აღნიშნული მესამე მხარეები:

მონაცემთა დამმუშავებლები: ჯგუფში შემავალი კომპანიები ან სერვისის გარე მომწოდებლები, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, მაგალითად კვლევის მონაწილეთა შერჩევის ან კვლევების განხორციელების მიზნით. მონაცემთა დამმუშავებელი პირების შერჩევა ხდება საგულდაგულო შემოწმების საფუძველზე. ისინი ახორციელებენ მონაცემთა დამუშავებას მხოლოდ ჩვენი მითითებების საფუძველზე.

საჯარო ორგანოები: სახელმწიფო ორგანოები და ინსტიტუტები, როგორიცაა საგადასახადო ორგანოები, პროკურატურა ან სასამართლოები, რომლებისთვისაც ინფორმაცის მიწოდება სავალდებულოა, მაგ. კანონიერი ვალდებულებების შესრულების ან კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით.

კერძო პირები: ჯგუფში შემავალი კომპანიები, კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ Porsche-ს პროდუქტების გაყიდვას (მათ შორის, კომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ Porsche Connect-სა და Smart Mobility-სთან დაკავშირებულ მომსახურებებს), დილერები და მომსახურების მიმწოდებლები, პარტნიორები, მომსახურების მიმწოდებლები, რომელთათვისაც მითითებების შესრულება სავალდებულო არ არის ან დაქირავებული პირები, როგორიცაა პოშეს ცენტრები და პორშეს სერვის ცენტრები ან საკრედიტო სააგენტოები.


მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციფიკური მითითებით ჩატარებული კვლევების შემთხვევაში, კვლევაში წამოჭრილი საკითხები შეიძლება შემდგომში გამოიყენებოდეს პასუხისმგებელი სავაჭრო კომპანიის ან პასუხისმგებელი დილერის მიერ მომხმარებლებთან ურთიერთობისას. აღნიშნული მიზნით, თქვენი შესაბამისი პერსონალური ინფორმაციის მართვა ხორციელდება მონაცემთა ბაზიდან და იგი ხელმისაწვდომია მომხმარებელთა მომსახურებაზე პასუხისმგებელი საკონტაქტო პირებისთვის.

6. მონაცემთა დამუშავება მესამე ქვეყნებში

თუ მონაცემები გადაეცემა ორგანოებს, რომელთა რეგისტრირებული ოფისი ან მონაცემთა დამუშავების ადგილი არ მდებარეობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, ევროპის ეკონომიკური ზონის შესახებ შეთანხმების სხვა მონაწილე სახელმწიფოში, სადაც ევროკომისიის გადაწყვეტილების თანახმად დაცულია პერსონალური მოანცემების დაცვის შესაბამისი სტანდარტი, მონაცემების გადაცემამდე უზრუნველვყოფთ, რომ არსებობდეს მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები (მაგ. შეთანხმება სახელშეკრულებო გარანტიების ან ოფიციალურად აღიარებული რეგულაციების შესახებ; მიმღების მიერ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული სავალდებულო შიდა რეგულაციები; ან თქვენი თანხმობა მონაცემთა გადაცემის შესახებ.

თუ მონაცემთა გადაცემა ხორციელდება GDPR-ის 46-ე, 47-ე ან 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, მე-2 ქვეპუნქტის საფუძველზე, ჩვენ გადმოგცემთ პერსონალური მონაცემების სათანადო დაცვის გარანტიის დოკუმენტის ასლს ან ინფორმაციას არსებული გარანტიის ასლის შესახებ. აღნიშნული მიზნებისათვის გაეცანით 1-ელ პუნქტში მითითებულ ინფორმაციას.

7. მონაცემთა შენახვის ვადა, წაშლა და ანონიმურობა

ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს აღნიშნულის შესახებ კანონიერი თანხმობა. მონაცემების შენახვა ხდება მხოლოდ დასახული მიზნის მისაღწევად ან იმ ვადით, სანამ არ გააუქმებთ თანხმობას აღნიშნულის შესახებ. მონაცემთა დამუშავების შესახებ უარის შემთხვევაში, ჩვენ წავშლით თქვენს პერსონალურ მონაცემებს გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონიერი საფუძველი. გარდა ამისა, თქვენს პერსონალურ მონაცემებს წავშლით იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამის კანონიერი ვალდებულება.

წაშლას ვახორციელებთ მყისიერად მას შემდეგ, რაც აღარ იარსებებს მონაცემთა დამუშავების კანონიერი საფუძველი (მაგ. სამეწარმეო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაცემთა შენახვის ვადები). აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, მონაცემების წაშლას განვახორციელებთ მხოლოდ ამგვარი პერიოდის გასვლის შემდეგ;

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პერსონალური მონაცემები საჭირო აღარ არის ჩვენი მიზნების მისაღწევად ან სხვა კანონიერი საფუძვლით (მაგ. სამეწარმეო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაცემთა შენახვის ვადები). აღნიშნულის გარემოების არსებობის შემთხვევაში, მონაცემების წაშლას განვახორციელებთ მხოლოდ ამგვარი პერიოდის გასვლის შემდეგ;


გარდა ამისა, ჩვენ თქვენი მონაცემები ინახება ანონიმურად, თუ პერსონალური მონაცემების დამუშავება არ არის (ან აღარ არის) საჭირო ჩვენს მიერ კვლევის ფარგლებში დასახული მიზნებისთვის და არ არსებობს სხვა სამართლებრივი საფუძველი. ანონიმიზაციის შემდეგ, თქვენი პიროვნების იდენტიფიკაცია შეუძლებელია. ანონიმიზაციის მიუხედავად, კვლევების შეფასება და პროდუქტების შემდგომი განვითარება, ისევე როგორც ბიზნეს პროცესების კონტროლის სხვა ღონისძიებები ხორციელდება კვლევის შედეგების შედეგად შემუშავებულ მასალაში ( პრეზენტაციები, მოხსენებები და ა.შ.) თქვენს პიროვნებასთან პირდაპირი კავშირის ხაზგასმის გარეშე. პირდაპირი იდენტიფიცირება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია დასახული მიზნების მისაღწევად ან სხვა კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.

8. მონაცემთა სუბიექტის უფლებები

ინფორმაციის მიღების უფლება: თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია ჩვენს მიერ შენახული თქვენი პერსონალური ინფორმაციის შესახებ.

ინფორმაციაში ცვლილებების შეტანის და წაშლის მოთხოვნის უფლება: თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენს მიერ ინფორმაციაში ცვლილებების შეტანა (კანონით დადგენილ ფარგლებში) და წაშლა.

მონაცემთა დამუშავების შეზღუდვის უფლება: თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენს მიერ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა (კანონით დადგენილ ფარგლებში).

მონაცემთა უკან მიღების უფლება: იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ ინფორმაციის გაზიარება განხორციელდა ხელშეკრულების ან თქვენი თანხმობის საფუძველზე, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით შეგიძლიათ მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვა ან მესამე მხარისათვის გადაცემა სტრუქტურირებულ და კომპიუტერულად წაკითხვად ფორმატში.

უარის თქმის უფლება: თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით უარი თქვათ თქვენი პერსონალური მოანცემების დამუშავებაზე, მანამ სანამ აღნიშნული მოთხოვნა ემსახურება კანონიერი ინტერესების დაცვას. თქვენს მიერ აღნიშნული უფლების გამოყენების შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სხვა უპირატესი სამართლებრივი საფუძველი.

უარის თქმა პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგული მიზნებით გამოყენებაზე: ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენების შემთხვევაში, თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა. თქვენს მიერ აღნიშნული უფლების გამოყენების შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ თქვენი პერსონალური მონაცემების აღნიშნული მიზნით დამუშავებას.

თანხმობის გაუქმება: თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენს მიერ გაცემული თანხმობა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ უარის თქმამდე ინფორმაციის დამუშავების კანონიერება რჩება უცვლელი.

სამეთვალყურეო ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება: თქვენ გაქვთ უფლება მიმართოთ კომპეტენტურ სამეთვალყურეო ორგანოს, თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემების დამუშავება ხორციელდება მოქმედ კანონმდებლობის დარღვევით. აღნიშნული მიზნით უნდა დაუკავშირდეს პასუხისმგებელ სამეთვალყურეო ორგანოს თქვენს ქვეყანაში ან ჩვენს ქმედებებზე პასუხისმგებელ სამეთვალყურეო ორგანოს.

ჩვენთან კონტაქტი და უფლებების განხორციელება: თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ სრულიად უფასოდ, შემდეგი ბმულის გამოყენებით https://www.porsche.com/international/privacy/contact/ ან 1-ელ პუნქტში მითითებულ მისამართზე საფოსტო წერილის გაგზავნის გზით. აუცილებელია, რომ კომუნიკაციის დროს შევძლოთ თქვენი იდენტიფიცირება. მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის გაუქმებისას შეგიძლიათ ისარგებლოთ კომუნიკაციის იმავე ფორმით, რომელიც გამოიყენეთ აღნიშნული თანხმობის გაცემისას.

9. მესამე მხარეების მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევები

Porsche AG-სთან ან/და Porsche-ს ჯგუფში შემავალ სხვა კომპანიებთან დაკავშირებული ბაზრის კვლევის ღონისძიებები შესაძლოა აგრეთვე განხორციელდეს მესამე მხარეების მიერ (მაგ. მომსახურების მიმწოდებლების, კვლევითი ცენტრების, საკონსულტაციო სააგენტოების მიერ და ა.შ) და ზოგიერთ შემთხვევაში, აღნიშნული შესაძლოა მოხდეს ჩვენი ინტერესების დაცვით ან ჩვენი მითითებების საფუძველზე. თუმცა, რამდენადაც პერსონალური მონაცემების მოპოვება და დამუშავება ხორციელდება ამ მესამე მხარის მიერ, სწორედ მესამე მხარეა პასუხისმგებელი უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების დაცვა კანონის შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით, გთხოვთ გაეცნოთ მესამე მხარეთა განცხადებებს პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ.

10. ძალაში შესვლის თარიღი:

გამოიყენება წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკის უახლესი ვერსია. თარიღი: 01.09.2024.

Scroll to the page top.